საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია არის ნეიტრალური, არაპოლიტიკური, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ახდენს პროფესიონალი გიდების სერტიფიცირებას, შესამაბისად ახდენს წევრი სერტიფიცირებული გიდების უფლებებისა და ინტერესების, ისევე როგორც სერტიფიცირებული გიდის მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლის ინტერესების დაცვას. ასოციაცია უზრუნველყოფს წევრი გიდების კვალიფიკაციის შემოწმებას, დადასტურებასა და კონტროლს და შესაბამისად ყველა დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირებას საქართველოში ტურისტული გიდის მომსახურების ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების პროცესების ჩათვლით.
ჩვენი მისია
ასოციაციის მისიას წარმოადგენს საქართველოს პროფესიონალი გიდების მომზადებისა და ტურისტული გიდის მომსახურების მოწინავე სტანდარტების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობა, გიდების პროფესიონალზმის ამაღლების, მათი სათანადოდ დასაქმებისა და მაღალხარისხიანი მომსახურების ხელშეწყობის მეშვეობით.
ჩვენი ღირებულებები
ასოციაცია ეფუძნება ნეიტრალობის, დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და პროფესიული ეთიკის პრინციპებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა დაინტერესებული მხარის თანაბარ მონაწილეობას, ვქმნით თანამშრომლობასა და ცოდნის გაზიარებაზე დაფუძნებულ გარემოს და ვახორციელებთ ჩვენს პროგრამებს მკაფიო მიზნებითა და მაღალი პასუხისმგებლობით. ასოციაციის საქმიანობა და დაფინანსება გამჭვირვალეა, ხოლო ჩვენი გუნდი მოქმედებს მიუკერძოებლობის, კონფიდენციალურობისა და მუდმივი განვითარების პრინციპებით.