
სერტიფიცირების მოსამზადებელი კურსი
ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მის საშუალებით მონაწილეები ეცნობიან გიდის პროფესიის ძირითად სტანდარტებს, მეთოდოლოგიასა და საჭირო ცოდნას, ხოლო პრაქტიკული სესიის ფარგლებში ივითარებენ რეალურ სამუშაო გარემოში აუცილებელ უნარებს. პროგრამა ეხმარება გიდებს არა მხოლოდ სერტიფიცირების გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში, არამედ გიდის პროფესიის უკეთ დაუფლებასა და თავდაჯერებულობის გაზრდაში.
350 ₾

საკომუნიკაციო ქართული ენის კურსი
მომავალი
კურსი განკუთვნილია საქართველოში მომუშავე არაქართულენოვანი გიდებისთვის, რომელთაც სურთ ქართული ენის საბაზისო დონეზე გაუმჯობესება და სამუშაო პროცესში მარტივი კომუნიკაციის უნარების განვითარება. სწავლება სრულად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და მოიცავს როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეები სწავლობენ ყოველდღიურ და პროფესიულ სიტუაციებში საჭირო ძირითად ფრაზებსა და გამოთქმებს, რაც ეხმარება მათ უფრო ეფექტურად და თავდაჯერებულად კომუნიკაციაში.
უფასო

პირველადი დახმარების ტრენინგი
მომავალი
ორდღიანი ტრენინგი, რომელიც აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და სპეციალურად არის მორგებული ტურისტული გიდების საქმიანობაზე. კურსს უძღვებიან კვალიფიციური ჯანდაცვის პროფესიონალები, რომლებიც მონაწილეებს გააცნობენ პირველადი დახმარების ძირითად პრინციპებსა და გადაუდებელ სიტუაციებში მოქმედების წესებს.
უფასო
შემოთავაზებულ კურსებსა და ტრენინგებზე რეგისტრაცია შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის წევრებს.
ჯერ არ ხართ წევრი?
რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კურსები?
- სწავლება მიმდინარეობს გამოცდილი გიდების მიერ
- თეორია და პრაქტიკა დაბალანსებულია და ფოკუსირებულია რეალურ სამუშაო გარემოზე
- კურსები ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პროფესიული უნარების გაუმჯობესებაზეც
- გეხმარებათ როგორც სერტიფიცირების წარმატებით გავლაში, ისე პროფესიის უკეთ დაუფლებაში
- ქმნის პროფესიულ ქსელს და გაძლევთ შესაძლებლობას დაუკავშირდეთ ასოციაციის წევრ გიდებს
- ტარდება თანამედროვე, ხელმისაწვდომ ფორმატში (მათ შორის ონლაინ სწავლება)
მრავალწლიანი გამოცდილება
საუკეთესო შეფასება გიდების მიერ
