კურსის აღწერა

საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია უკვე 5 წელია ატარებს ტრენინგებს საქართველოში მომუშავე გიდებისთვის მათი კვალიფიკაციის, ცოდნისა და უნარების ასამაღლებლად. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ტრენინგის თეორიულ ნაწილში მონაწილეები ეცნობიან გიდის პროფესიის ძირითად სტანდარტებს, მეთოდოლოგიასა და საჭირო ცოდნას, ხოლო პრაქტიკული სესიის ფარგლებში ივითარებენ რეალურ სამუშაო გარემოში აუცილებელ უნარებს. ტრენინგის ბოლოს იგეგმება გამოცდა, რომლის ჩაბარების შემდეგაც გიდს ენიჭება საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის ოფიციალური სერტიფიკატი.

სწავლება მიმდინარეობს სსგა-ს სერტიფიცირებული, გამოცდილი გიდების მიერ და მოიცავს სხვადასხვა სახის მასალას. პროგრამაში შედის ისეთი თემები როგორებიცაა გიდის უნარები და ეთიკა, საქართველოს გეოგრაფია, კულტურა, ისტორია, არქიტექტურა და სხვა.

კურსის ხანგრძლივობა2 თვე
საჭირო ხელსაწყოებიკომპიუტერი ან მობილური ტელეფონი, ინტერნეტი
ფასი350 ლარი
მომავალი პერიოდინოემბერი