კურსის არწერა
ორდღიანი ტრენინგი, რომელიც აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და სპეციალურად არის მორგებული ტურისტული გიდების საქმიანობაზე. კურსს უძღვებიან კვალიფიციური ჯანდაცვის პროფესიონალები, რომლებიც მონაწილეებს გააცნობენ პირველადი დახმარების ძირითად პრინციპებსა და გადაუდებელ სიტუაციებში მოქმედების წესებს.
- ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები, განიხილონ გიდის საქმიანობასთან დაკავშირებული რეალური შემთხვევები და მიიღონ პრაქტიკული რჩევები სხვადასხვა სიტუაციის მართვისთვის.
- კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
- სსგა-ს წევრი გიდებისთვის მონაწილეობა უფასოა
პირველადი დახმარების ტრენინგი ტარდება რეგულარულად წლის განმავლობაში, დაგეგმილ ტრენინთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება სსგა-ს ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook გვერდზე.








