21 ოქტომბერს საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის წევრი გიდები ეწვივნენ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს თბილისში.
ეს უნიკალური და აუცილებლად მოსანახულებელი მუზეუმი უზნაძის 51 ნომერში მდებარეობს. ჩვენი უდიდესი რეკომენდაცია ამ ბრწყინვალე მუზეუმს.
იქ ნახავთ კოლექციებს:
1. პრეისტორიული და ანტიკური ხანიდან
2. ანთროპოლოგიურ კოლექციას
3. უნიკალურ ხელნაწერებს რენესანსის ეპოქიდან
4. ხევსურული და თუშური ტრადიციული მედიცინის ნიმუშებს, სამკურნალო მცენარეების ჰერბარიუმებს და რეცეპტებს რომლებიც მეცნიერულმა ექსპედიციებმა მთიან რეგიონებში შეაგროვეს.
5. ხელნაკეთ ქირურგიულ იარაღებს და კიდევ უამრავ უნიკალურ ექსპონატს. მოისმენთ ქართული მედიცინის წარმოშობის და განვითარების შთამბეჭდავ ისტორიას.
მუზეუმი რომელსაც ჰყავს ძალიან კვალიფიციური და უაღრესად განათლებული გიდი – ივლიანე ფაილოძე.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, გარდა ორშაბათისა.
Museum of History of Georgian Medicine • ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი





