13 მაისის ღონისძიება

2026 წლის 13 მაისს საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციამ სერტიფიცირებული გიდების დაჯილდოების ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ასოციაციას 46 ახალი გიდი შეუერთდა.

სერტიფიცირებული გიდები წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა სამუშაო ენით, მათ შორის: ჩინური, ინგლისური, ებრაული, ფრანგული, ესპანური, თურქული და რუსული.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ასოციაციის გიდების მიერ მომზადებული ორი პროფესიული პრეზენტაცია:

  • „ერთი კაცის რეფორმები მე-18 საუკუნის საქართველოში“ — ლაშა გასვიანი
  • „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციის მცდელობა — ფილმი „ქაჯეთი“ — სერგი ცენტერაძე

ღონისძიება მიზნად ისახავდა პროფესიული განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და გიდების საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობას.

1 კომენტარი “13 მაისის ღონისძიება”

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *