ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა გიდის საქმიანობას და იზიარებს ასოციაციის მიზნებს, პრინციპებსა და ღირებულებებს.
ასოციაციის წევრობა ორგვარია:
ნამდვილი წევრი – ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა გიდის საქმიანობას, წარმატებით აქვს გავლილი ვერცხილს სამკერდიანი გიდის სასერტიფიკაციო გამოცდები; ასოციაციის გამგეობის (შემდგომში ,,გამგეობა“) მიერ მინიჭებული აქვს სერტიფიცირებული (ვერცხლის სამკერდიანი) გიდის კვალიფიკაცია, ხოლო ასოციაციის საერთო კრების (შემდგომში ,,საერთო კრება“) მიერ მინიჭებული აქვს საქართველოს გიდის წოდება.
კანდიდატი წევრი – ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა გიდის საქმიანობას და მხარს უჭერს ასოციაციის საქმიანობას, თუმცა არ აქვს გავლილი შესაბამისი მომზადება და ასოციაციის სასერტიფიკაციო გამოცდები გამგეობის მიერ განსაზღვრული კვალიფიკაციის მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატ წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საერთო კრების სხდომებში ხმის უფლების გარეშე. კანდიდატ წევრზე არ ვრცელდება ამ წესდების მე-7 მუხლით დადგენილი ასოციაციის ნამდვილი წევრის უფლება-მოვალეობანი. კანდიდატი წევრები არ აირჩევიან ასოციაციის ხელმძღვანელ ორგანოებში.
– ასოციაციის წევრებად მიიღებიან მხოლოდ პრაქტიკოსი გიდები, მათი კვალიფიკაციისა და პიროვნული მონაცემების მიხედვით ასოციაციის მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისად.
– ასოციაციის წევრად მიღება არ ხდება ავტომატურად. ასოციაციის წევრი არ შეიძლება ასოციაციაში წარმოადგენდეს რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციას ან რაიმე სხვა სახის გაერთიანებას.

